понедельник, 7 января 2013 г.

ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები



სასწავლო პროექტი - ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები
1. პროექტის სახელი: 
" ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები"
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
  • დიალექტიზმი და დიალექტები;
  • დიალექტიზმის გამომწვევი მიზეზები და მისი გავრცელების საშუალებები და არეალი;
  • დიალექტებისა და სალიტერატურო ენის შედარება - გაანალიზება.
3. პროექტის აქტუალობა:
  • დედოფლისწყაროში გავრცელებული დიალექტების გაცნობა;
  • დიალექტიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერება;
  • დიალექტიზმისა და სალიტერატურო ენის შედარება - გაანალიზება;
  • კვლევის ჩატარება ამ პრობლემის აქტუალობის დასადგენად.
4. პროექტის მიზნები:
  •      გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, კვლევის წარმოება, სტატიის მომზადება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით;
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •      მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება

5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: შეუზღუდავი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: სამი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
  • კუთხური მეტყველების ლექსიკონის ელექტრონული ვერსია;
  • ინტერვიუები;
  • კვლევის შედეგები და ანალიზი;
  • პრეზენტაციები;
  • მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა, პროექტორი;
  • საჭირო ლიტერატურა;
  • ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
  • ფანქრები და კალმები
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო         აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება; 
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
  • ჯგუფების შექმნა ( შემგროვებელი, დამხარისხებელი, ლექსიკონზე მომუშავენი, კვლევის ჩამტარებლები);
  • ფუნქციების განაწილება;
  • შესასრულებელი დავალებების არჩევა;
  • შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა;
  • შუალედური და საბოლოო შეფასების (თვითშეფასების) დროის განსაზღვრა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
კვლევის განმხორციელებელი და მასალის შემგროვებელთა  ჯგუფი პირველები ერთვებიან პროექტის მუშაობაში ( გუნდები ორ ნაწილად იყოფიან: ნაწილი სოციალური ქსელებით მოაგროვებს მასალას,  მეორე ნაწილი უშუალოდ შეეცდება სხვადასხვა ადამიანებს შეხვდნენ და ისე ჩაიწერონ დიალექტები და კვლევისთვის საჭირო პასუხები). დამხარისხებელთა ჯგუფი მასალის შეგროვებისთანავე ერთვება მუშაობაში   და იწყებს მოძიებული დიალექტების  შედარება, დახარისხებას. აწარმოებს კვლევა მათი წარმოშობის შესახებ, ამოიწერენ დიალექტებს  ნაწარმოებებიდან, შუალედური შეფასებისას ყველა ერთვება მოძიებული მასალის განხილვაში და მართავენ დისკუსიას, ლექსიკონზე მომუშავენი პასუხისმგებლები არიან  ლექსიკონისა და ელექტრონული ვერსიის შედგენასა და ბლოგის გაკეთებაზე. 
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
პრეზენტაცია, ბლოგის წარდგენა
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის უნარი;    
  •   ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,
  •    პრობლემების გადაჭრა და ინოვაციურობა.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, მატემატიკა, ისტ-ი ;  მოსწავლეები ამოიცნობენ და გამოიყენებენ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ხერხებს. წარმოადგენენ პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით:  შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემების არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები; მარტივად და გასაგებად ჩამოაყალიბებენ სათქმელს. მათემატიკაში: წარმოადგენენ კვლევის შედეგებს დიაგრამების სახით.

ქართული ენა და ლიტერატურა:
  • მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
  • მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.                                    
  • მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.                                                                 
  • მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე.
  • მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.        
  • მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.        მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.


11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): 
რუსუდან გონაშვილი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და
 ლიტერატურის მასწავლებელი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: rusagonashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: rusagonashvili327.blogspot.com