პროექტზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალა, შეფასება


ამ პროექტის განხორციელების იდეა წარმოშვა იმან, რომ ყველა ჩვენგანი საუბარში უხვად ვიყენებთ დიალექტურ ფორმებს და არ ვუფიქრდებით, რამდენად საჭირო და აუცილებელია ქართული ენის სიწმინდის დაცვა. მოსწავლეები გაკვეთილზე კი იღებენ თეორიულ ცოდნას დილექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის , რომ მათ ბოლომდე გაიაზრონ კუთხური მეტყვლების დადებითი და უარყოფითი მხარეები.  ჩვენს რაიონში ცხოვრობს მრავალი კუთხის წარმომადგენელი, შესაბამისად, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც მრავალ დიალექტზე საუბრობენ. სწორედ ამიტომ ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს მოეძიებინათ დედოფლისწყაროს რაიონში გავრცელებული დიალექტური ფორმებიშეედარებინათ ერთმანეთისთვისგამოეკვლიათ მათ წარმოშობა. მიმაჩნია, ეს პროექტი ბავშვებს მისცემს იმის უნარსრომ დაუკავშირონ სალიტერატურო ენა და დიალექტები ერთმანეთსრის შემდეგაც შეძლებენ ენის სიწმინდის დაცვას და ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისთვის იმ დიალექტების შემონახვასრომლებიც დაკარგვის ზღვარზეა.ასევე მსურდა, პროექტიზე მუშაობის დროს, მოსწავლეებს განვითარებოდათ სხვადასხვა უნარ- ჩვევები:

  • გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ -ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით, სტატიის მომზადება;
  • თანამშრომლობითისაკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისგამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები ) და საპრეზენტაციო უნარების განითარება.


 ვინაიდან სამუშაო დიდი იყო ჩასატარებელი მასალების მოსაძიებლად, იდეა გავაცანი ჩემს კოლეგას, სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მანანა ყოჩიაშვილს, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და თავის მხრივ საკუთარი იდეებით გაამდიდრა იგი და ამომიდგა მხარში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას და მის მოსწავლეებს. ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტ-ის ტრენერ ნინო კაჟაშვილს, რომელმაც ფასდაუდებელი დახმარება გამიწია ბლოგის შექმნაში. საბოლოოდ პროექტზე იმუშავეს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლისა და სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასაკი და კლასი შეუზღუდავი იყო. ქალბატონ მანანას იდეების მოსწავლეებისათვის გაცნობის შემდეგ, მათ გაუჩნდათ სურვილი, გააგრძელონ ამ პროექტზე მუშაობა. ჩემი კოლეგის წინადადებები კი ასეთი იყო:


შევიტანოთ საკუთარი წვლილი პროექტის იდეის განვითარებაში და პროექტის მონახაზის შექმნაში

ვის შემოაქვს პროექტის განხორციელების იდეა?  

იდეის  ავტორი   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელი    რუსუდან  გონაშვილი

რა საკითხს/სფეროს შეეხება ეს ინიციატივა?

დიალექტური  ფორმები.  ქართული  ენის  სიწმინდის  დაცვა.


აქტუალურად მიმაჩნია თუ არა შემოთავაზებული იდეა და რატომ?

იდეა  აქტუალურია,  რადგან  დიალექტიზმები  მყარად  არის  დამკვიდრებული  თითოეული  ჩვენგანის  მეტყველებაში,  რის  გამოც  სალიტერატურო ენა  მახინჯდება  და  ნაგვიანდება.

რა მიზანს ისახავს ეს ინიციატივა?

მიზანი:  დიალექტური  ფორმების  მოგროვება,  დახარისხება,  განმარტება, სალიტერატურო  ფორმებთან  შედარება. ამის  საფუძველზე  მართლმეტყველებისა  და  მართლწერის  უნარ-ჩვევების  განვითარება. კვლევის  უნარის  განვითარება.

რა კითხვებს დავუსვამდი იდეის ავტორებს?

აპირებ  თუ  არა  კვლევის  გაგრძელებას,  თუ  პროექტი  ერთჯერადია  და  გამოქვეყნებისთანავე  დასრულდება?

რამდენად რეალისტურად მესახება ის ამოცანები, რომლებიც შემოთავაზებულია ინიციატორების მიერ?  ხელს შეუწყობს თუ არა ეს ნაბიჯები მიზანზე გასვლას?

შემოთავაზებული ამოცანები რეალისტურია. მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება მასალების მოძიებაგარკვეულ ნაწილს - შედარებაკვლევა მათი წარმოშობის შესახებზოგ მოსწავლეს დიალექტიზმების ამოწერა ნაწარმოებებიდანდისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზეზოგიერთს - ლექსიკონისა და ელექტრონული ვერსიის შედგენამასალების განთავსება ბლოგში.
 შესრულებული სამუშაოს შეჯამებააუდიტორიისათვის გაცნობა.  ამ  ამოცანების  საშუალებით  მოსწავლეები  საფუძვლიანად  დაამუშავებენ  და  შეისწავლიან  ამ  საკითხებს.
  
ინიციატორებისაგან შემოთავაზებულ პროექტის ინიციატივას მე შემდეგი იდეებით გავამდიდრებდი

ჩემი  აზრით, უნდა  შეავსონ  ცხრილები,  რომლებშიც  შეიტანენ დიალექტურ  ფორმებს,  მათ  შესატყვის  სწორ  ფორმებს,  მესამე  სვეტში  კი  ჩაიწერება, რა ემოციას  აღძრავენ  ისინი.

რატომ და როგორ  წაადგება ჩემი იდეები პროექტის წარმატებულ განხორციელებას?

სიტყვების  ემოციური  ზემოქმედება  უმნიშვნელოვანესია,  მოსწავლეები  შეძლებენ   ,,დააგემოვნონ ‘’  თითოეული  ფორმა  და  გააცნობიერონ,  რატომ  და  რა  შემთხვევაში  იყენებენ   მწერლები  დიალექტებს,  რა  მხატვრულ  ფუნქციას   აკისრებენ  ამ  ერთეულებს  ნაწარმოებებში.

შეფასების სქემები


ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე
შინაარსობრივი სამუშაო
მოვაგვარეთ:
მოცემულ ვადაში ჩვენ  შემდეგ სამუშაოს წარმატებით გავართვით თავი:
 ჩავიწერეთ  და  მოვაგროვეთ  დიალექტიზმები,  დავალაგეთ  ანბანის  მიხედვით,  განვმარტეთ  სალიტერატურო  ნორმების  მიხედვით.  გაიმართა  დისკუსიები.
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოცემულ დროში ჩვენ შეგვექმნა სიძნელეები შემდეგი სამუშაოს შესასრულებლად:
მრავალფეროვანი  ფორმების  მოგროვება  საკმაოდ  რთული  აღმოჩნდა.  მოსწავლეები  რამდენიმე  თვის  განმავლობაში   იწერდნენ  და  ახარისხებდნენ  სიტყვებს.  ეს  ხდებოდა   სკოლაში,  ქუჩაში,  უბანში,  ოჯახში,  რაც  საკმაოდ  შრომატევადი   სამუშაო  იყო.
ამისთვის  ჩვენ გვესაჭიროება  დიდი  რაოდენობით მოსწავლეთა  ჩართულობა.
ამისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ , დახმარება  გვეთხოვა  სხვა  კლასის  მოსწავლეებისთვის.  ამან  მოიცვა  თითქმის  მთელი  სკოლა.  მოსწავლეებთან  ერთად  მონაწილეობა  მიიღეს  მასწავლებლებმა  და  მშობლებმა.
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში წამოიჭრა შემდეგი პრობლემები: ჯგუფში  მუშაობის  დროს  თავდაპირველად  იყო  გაუგებრობა,  ხმაური,  საკუთარი  მოსაზრების  ჯიუტად  გატანის  მცდელობა.
პრობლემების გადაჭრას შემდეგნაირად შევეცადეთ: გადავანაწილეთ  პასუხისმგებლობები,  ავირჩიეთ  ლიდერები  იმის  მიხედვით,  ვინ  რა  ხარისხით  შეასრულა  დავალება. ავირჩიეთ  მეთვალყურე,  რომელიც  აკონტროლებდა  ჩართულობის  ხარისხს  და  აქტიურობას,  აგრეთვე  მასალის  რაოდენობას  და  მრავალფეროვნებას.
პრობლემა ამით:
  • o   მოგვარდა
  • o   არ მოგვარდა

საჭიროებები:
ჩვენ გვესაჭიროება: პრეზენტაციის  მოსაწყობად  ჩვენ  გვესაჭიროება  პროექტორი.



პროექტის რეფლექსია
მოსწავლეთა თვითშეფასება


სახელი, გვარი:  თამარ  ჭიღიტაშვილი
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა?
მომეწონა  და  დამაინტერესა.. ვფიქრობდი, რომ  ბევრ  სიტყვას  მოვაგროვებდი  და  ბევრ  რამეს  ვისწავლიდი.

1. რა შეცდომები დავუშვი და რა მასწავლა მე ამან?
თავიდან  ყველა  სიტყვებს  სტიქიურად   ვიწერრდი , ამიტომ  გამიჭირდა  დახარისხება.შემდეგ  ვალაგებდი  ანბანის  მიხედვით.

2. რა ვისწავლე?
 დამოუკიდებელი  მუშაობა

3. რა იყო „ჩვეულებრივი“ გაკვეთილისაგან განსხვევებული?
მეტი თავისუფლება  და  დროში  შეუზღუდაობა

4. როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?
ნორმალურად

5. რამდენად მივაღწიეთ პროექტის მიზანს?
ჩვენი  მეტყველება  დაიხვეწა

6. რა მომეწონა ყველაზე მეტად?
სკოლის  გარეთ  ადამიანებთან  გასაუბრება  და  სიტყვების  ჩაწერა 

7. რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში?
წინასწარ  დავგეგმავ  ყველა  წვრილმანს  და  დროს  გავანაწილებ  სწორად.  ბევრ  მასალას  შევაგროვებ,  რომ  იქიდან  საჭირო  ინფორმაცია  ადვილად  ამოვიღო.


პროექტის შეფასების კითხვარი


პროექტის დასახელება: ჩემს  კუთხეში  გავრცელებული  ქართული  ენის  დიალექტები
პროექტზე მუშაობის ვადები:
ჯგუფი:
საყვარელო მოსწავლეებო
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1.      როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე  ახალი ისწავლე?
) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
ბ) მე ახალი ვისწავლე;
გ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
დ) მე არაფერი მისწავლია ახალი.


2.      როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა
ა) ბევრად უკეთესი;
ბ) უკეთესი;
ბ) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;
დ) ურთიერთობა გაუარესდა;

3.      შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და  შედეგის მისაღწევად?
ა) სრულიად ნათელი იყო;
ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) ნაკლებად იყო ნათელი;
დ) სრულიად გაურვეველი იყო.

4.      „მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორუნდა მემუშავა პროექტზე“
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.

5.      „როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო“
ა) სრულიად ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.

6.      ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.
7.      განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
შექება: იდეა  საინტერესო  იყო,  აგრეთვე  მუშაობის  პროცესი  იყო  ძალიან  სახალისო.

კრიტიკა: თავიდან  ყველა  მოსწავლეს  უნდოდა  ლიდერობა.

დიდი მადლობა დახმარებისთვის

ფოტო-ვიდეო მასალა















                                                          აუდიო ჩანაწერები

Комментариев нет:

Отправить комментарий