წარმოგიდგენთ პროექტს: „ ჩემს
კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები“. ამ პროექტის განხორციელების იდეა წარმოშვა
იმან,
რომ
ყველა
ჩვენგანი
საუბარში
უხვად
ვიყენებთ
დიალექტურ
ფორმებს
და
არ
ვუფიქრდებით,
რამდენად
საჭირო
და
აუცილებელია
ქართული
ენის
სიწმინდის
დაცვა.
მოსწავლეები
გაკვეთილზე
კი
ვიღებთ თეორიულ ცოდნას დილექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი
არ
არის
იმისთვის
, რომ
ჩვენ ბოლომდე
გავიაზროთ კუთხური მეტყვლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენს რაიონში
ცხოვრობს
მრავალი
კუთხის
წარმომადგენელი,
შესაბამისად,
ადგილობრივი
მაცხოვრებლებიც
მრავალ
დიალექტზე
საუბრობენ.
სწორედ
ამიტომ
ჩვენი მიზანი იყო, მოგვეძიებინა დედოფლისწყაროს რაიონში გავრცელებული დიალექტური ფორმები, შეგვედარებინა ერთმანეთისთვის, გამოგვეკვლია მათი წარმოშობა. დაგველაგებინა კუთხეების მიხედვით და შეგვედგინა ჩვენ
მიერ მოძიებული დიალექტების ელექტრონული ლექსიკონი.
მუშაობის დაწყებამდე გადავინაწილეთ
ფუნქციები, ჩამოვაყალიბეთ თემასთან დაკავშირებული ჩვენთვის საინტერესო და აქტუალური
მუხლები, მოვაგვარეთ ორგანიზაციული საკითხები, შევქმენით ჯგუფები, გადავინაწილეთ კონკრეტული
დავალებები,ზოგს უნდა მოგვეძიებინა მასალები, ჩაგვეწერა ინტერვიუები, ზოგს უნდა შეგვექმნა დიალექტების ელექტრონული ლექსიკონი და განგვეთავსებინა
ბლოგზე.
ვინაიდან სამუშაო დიდი იყო ჩასატარებელი მასალების მოსაძიებლად, ჩვენმა მასწავლებელმა რუსუდან გონაშვილმა იდეა გააცანო თავის კოლეგას, სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მანანა ყოჩიაშვილს, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და თავის მხრივ საკუთარი იდეებით გაამდიდრა იგი და ამოგვიდგა მხარში, საბოლოოდ
პროექტზე
ვიმუშავეთ სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლისა და სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასაკი და კლასი
შეუზღუდავი
იყო.
მოცემულ ვადაში ჩვენ :
ჩავიწერეთ და მოვაგროვეთ დიალექტები, დავალაგეთ
ანბანის
მიხედვით,
განვმარტეთ
სალიტერატურო
ნორმების
მიხედვით.
გავმართეთ დისკუსიები.
მაგრამ წავაწყდით
დაბრკოლებებსაც და შეგვექმნა
სიძნელეები
შემდეგი
სამუშაოს
შესასრულებლად:
მრავალფეროვანი ფორმების მოგროვება საკმაოდ
რთული
აღმოჩნდა.
ჩვენ რამდენიმე თვის
განმავლობაში
ვიწერდით და ვახარისხებდით სიტყვებს. ეს ხდებოდა
სკოლაში,
ქუჩაში,
უბანში,
ოჯახში,
რაც
საკმაოდ
შრომატევადი
სამუშაო
იყო.
დაგვჭირდა
დიდი
რაოდენობით
მოსწავლეთა
ჩართულობა.
ამიტომ გადავწყვიტეთ
, დახმარება
გვეთხოვა
სხვა
კლასის
მოსწავლეებისთვის.
ამან
მოიცვა
თითქმის
მთელი
სკოლა.
მოსწავლეებთან
ერთად
მონაწილეობა
მიიღეს
მასწავლებლებმა
და
მშობლებმა,
თითქმის მთელი რაიონი მოვიარეთ და უამრავ ადამიანს შევხვდით, დიალექტებს სოციალური
ქსელების საშუალებითაც ვაგროვებდით.
პროექტზე ვმუშაობდით ჯგუფურად. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში წამოიჭრა პრობლემები: ჯგუფში მუშაობის დროს
თავდაპირველად
იყო
გაუგებრობა,
ხმაური,
საკუთარი
მოსაზრების
ჯიუტად
გატანის
მცდელობა.
პრობლემების გადაჭრას შემდეგნაირად შევეცადეთ: გადავანაწილეთ
პასუხისმგებლობები,
ავირჩიეთ
ლიდერები
იმის
მიხედვით,
ვინ
რა
ხარისხით
შეასრულა
დავალება.
ავირჩიეთ
მეთვალყურე,
რომელიც
აკონტროლებდა
ჩართულობის
ხარისხს
და
აქტიურობას,
აგრეთვე
მასალის
რაოდენობას
და
მრავალფეროვნებას. ამით პრობლემებიც მოგვარდა.
თავიდან
ყველა
სიტყვას სტიქიურად
ვიწერდით , ამიტომ გაგვიჭირდა დახარისხება. შემდეგ ვალაგებდით ანბანის მიხედვით. პროექტზე მუშაობისას ძალიან მოგვეწონა, რომ დროში შეზღუდულები არ ვიყავით
და მეტი თავისუფლება გვქონდა. ვისწავლეთ დამოუკიდებლად მუშაობა, მასალის ორგანიზება,
დავიხვეწეთ ინტერვიუების აღებაში, მასწავლებელი ყოველთვის მხარში გვედგა და გვამხნევებდა.
მან გვიჩვენა გზა, როგორ უნდა გვემუშავა პროექტზე. პროექტის
ფარგლებში ჩავატარეთ გამოკვლევა, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ყველაზე მეტად
მოგვეწონა სკოლის გარეთ ადამიანებთან საუბარი და სიტყვების ჩაწერა. ჩვენ კმაყოფილები
ვართ პროექტის შედეგებით. ვფიქრობთ, მიზანს მივაღწიეთ და ჩვენი მეტყველება უფრო დაიხვეწა.
ამ პროექტის განხორციელებისას ჩვენ დაგვჭირდა :
·
კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი;
ციფრული კამერა, პროექტორი
·
საჭირო ლიტერატურა;
·
ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
·
ფანქრები და კალმები.
·
კომპიუტერული
პროგრამები: Microsoft office
word 2007,
Microsoft office
PowerPoint 2007, Microsoft office
Excel 2007, Windows Movie Maker, Skype
Комментариев нет:
Отправить комментарий